ბოლო 48 საათის განმავლობაში დაკავებულა ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანი
ბოლო 48 საათში, დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანი. მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
