პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
