თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის - ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა სამი ათასი დოლარი, საიდანაც 500 დოლარი წინასწარ გამოართვა. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
