ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია
ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. საქმეზე პროკურატურამ, გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. მათ ბრალად ედებათ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ბრალდება 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხებათ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, ისინი მსჯავრდებულები არიან ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე და შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით, ძებნა გამოცხადდება.
