ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო პროცესზე, ხელისუფლების დამხობაზე გაკეთებული განცხადება - შეფასებები
ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო პროცესზე, ხელისუფლების დამხობაზე გაკეთებული განცხადება, მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცვლელია ყოფილი ხელისუფლების მიდგომები და მეთოდები. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ცდილობს ახალაიას განცხადება მის პირად პოზიციად წარმოაჩინოს. ბაჩო ახალაიამ ხელისუფლების დამხობაზე სასამართლო პროცესზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ნებისმიერი გზით.
