ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციები მართული და უცხოეთიდან დაფინანსებული იყო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციები მართული და უცხოეთიდან დაფინანსებული იყო. მაიკ ბენცი საუბრობს მათ შორის USAID-ისა და NED-ის ჩართულობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ამ პროცესების მონაწილე იყო, კომეტარს არ აკეთებს, ნაწილის შემთხვევაში კი ოფისები ცარიელია. მმართველი გუნდი უკვე გაშიფრულ სქემაზე ლაპარაკობს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო.
