პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ იყო პოლიტიკური გამოსვლები
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ იყო პოლიტიკური გამოსვლები. ოპოზიციის ნაწილი, ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში მიხეილ ყაველაშვილის როლზე მიუთითებს. გახარიას პარტია კი, პრეზიდენტს მათი ინიციატივის, ამნისტიის მხარდაჭერას სთხოვს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობის ლიდერმა შიდა და გარე საფრთხეებზე ილაპარაკა და თქვა, რომ საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო სხვისი ინტერესების გავლენის სფეროში არ მოექცეს.
