ეროვნული ინტერესები, ფუნდამენტური ღირებულებები და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა - პრეზიდენტის მოხსენება
ეროვნული ინტერესები, ფუნდამენტური ღირებულებები და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა - ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ამ ფონზე საქრთველოში არსებულ გამოწვევებზე. მიხეილ ყაველაშვილმა ილაპარაკა ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე და მათი მხრიდან საქართველოს საქმეებში უხეშ ჩარევაზე. ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და თქვა, რომ საქართველო მზად არის ურთიერთობის განახლებისთვის, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.
