ვაკის საცურაო აუზზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი წყალში ხტომაში ჭაბუკ და ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის
ვაკის საცურაო აუზზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი წყალში ხტომაში ჭაბუკ და ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის სპორტსმენები ექვს ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ. ახალგაზრდებს შორის საუკეთესო შედეგი გიორგი წულუკიძემ და სანდრო ცხომელიძემ აჩვენეს. კადეტებში კი პირველი პოზიცია ნუცა სიჭინავამ და თინათინ ბურჯანაძემ დაიკავეს.
