გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
გერმანიას აღარ დარჩა გასაგზავნი საჰაერო თავდაცვის რაკეტების იმხელა მარაგი, რომ მისი უკრაინისთვის გაგზავნა შეძლოს. განცხადება გერმანული გამოცემა დოიჩლანდ ფუნკისთვის მიცემულ აუდიო ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გააკეთა. ვადეფულის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებს „მეტი შეეძლოთ გაეკეთებინათ“.
