პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი ადამიანი დააკავა
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი ადამიანი დააკავა. მათი პირადი, და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეფედრონი", „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
