ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე, ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” კინოჩვენება გაიმართა
ბერლინალეს ევროპული კინოს ბაზრობაზე, ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მთვარე მამაა ჩემი” კინოჩვენება გაიმართა. კინოჩვენების პარალელურად, საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან ინდუსტრიულ შეხვედრებს მართავს. ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მათ შორისაა, ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.
