პეტრე მამრაძე პარტია "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" შეუერთდა
პეტრე მამრაძე პარტია ერთიან ნეიტრალურ საქართველოს შეუერთდა. მამრაძე მიიჩნევს, რომ პარტია ნეიტრალური საქართველო ეროვნული ინტერესების დამცველ, ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ეროვნული ინტერესების დამცველი კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი პირობაა.
