ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გამოქვეყნდა სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც - აქ საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 41-ე ადგილზე, ევროპაში კი, ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად თანაბარი შეფასებით მეოცე ადგილზეა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს. ევროპის სისხლის სამართლის სისტემაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და ფინეთი ლიდერობენ, ყველაზე მაღალი კორუფციით კი მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა გამოირჩევიან.
