ოპოზიციის პროპაგანდა ჩავარდა
ოპოზიციის პროპაგანდა ჩავარდა. თუ აქამდე ოპოზიციის, ენჯეოებისა და მათი მოკავშირეების დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი ხაზი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე გადიოდა, ახლა კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი არათუ ბრალდებების სიიდან გააქრეს, არამედ არც კი ახსენებენ. საია სამართლებრივ ბრძოლას წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზარალებული მოქალაქეების სახელით იწყებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ამ შეცვლილი სტრატეგიით მათ საკუთარი ტყუილი თავადვე ამხილეს. ოპოზიცია კი იმედს არ კარგავს, რომ საკითხსის გააქტიურებაში უცხოელი პოლიტიკური აქტორები დაეხმარებიან.
