ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ- სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის
ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ- სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის. დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას სამ წლამდე ვადით. ცვლილებათა პაკეტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
