შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთის ოკეანეში პანამის დროშით მცურავი ტანკერი „ვერონიკა სამი“ დააკავა
შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთის ოკეანეში პანამის დროშით მცურავი ტანკერი „ვერონიკა სამი“ დააკავა. გემს, რომელზეც ამერიკული სანქციები ვრცელდება, ვენესუელური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტვირთი გადაჰქონდა. „ვერონიკა სამი, ისევე როგორც მანამდე დაკავებული ტანკერი „აკვილა ორი“, ვენესუელიდან, ტანკერების დიდ ჯგუფთან ერთად, 3 იანვარს გამოვიდა; მას ორ მილიონამდე ბარელი ნედლი ნავთობი და მაზუთი გადაჰქონდა.
