ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბირთვულ პროგრამაზე შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკება 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბირთვულ პროგრამაზე შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკება 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. მხარეებს შორის შუამავლის როლს კვლავ ომანი შეასრულებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილის ცნობით, თეირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების ფარგლებში ენერგეტიკის, რესურსების მოპოვებისა და ავიაციის სფეროებში შეთანხმებას განიხილავს.
