ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა სხვადასხვა დასახელების 31 ათას 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 ათას ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახური განაგრძობს მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად.
