ისტორიაში პირველად ტაილანდურ კრივში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
ისტორიაში პირველად ტაილანდურ კრივში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოში ტაილანდური კრივის ფედერაცია 2025 წელს დაარსდა და ეს ამ ფედერაციის ეგიდით ჩატარებული პირველი ღონისძიებაა. გამარჯვებული სპორტსმენებით ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მარტში თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე, ივნისში კი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვა.
