ბაკურიანი ჯაზ ფესტივალს პირველად მასპინძლობს
ბაკურიანი ჯაზ ფესტივალს პირველად მასპინძლობს. 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 10 კონცერტითაა წარმოდგენილი. „ვინთერ ჯაზ ბაკურიანი 2026“ სვიტ ლაიფ სოსაითის საუნდ სისტემის ლაივ კონცერტით გაიხსნა. მათ წარმოადგინეს ყველა ჰიტი, რითაც მოიპოვეს საყოველთაო აღიარება. ის ევროპულ მუსიკალურ სცენაზე დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ ლაივ-პროექტად ითვლება. სტუმრების წინაშე წარდგა ასევე ნიდერლანდული ბენდი „კრააკ ენდ სმააკი“, რომელიც წარმოადგენს დინამიურ შოუს და მოიცავს მათი მუსიკის ყველა ჟანრს. ფესტივალის პირველი დღე ლეგენდარულმა ინგლისელმა ტრომბონისტმა და ვოკალისტმა დენის როლინსმა დაასრულა თავის ბენდთან ერთად. ფესტივალი კი გრძელდება.
