უნგრეთის პრემიერის განცხადებით, უნგრეთს პუტინზე მეტად საფრთხეს ბრიუსელი უქმნის
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, უნგრეთს პუტინზე მეტად საფრთხეს ბრიუსელი უქმნის. ვიქტორ ორბანის თმქით, ევროპა პუტინით დაშინებით მანიპულირებს. ევროკავშირის ხელმძღვანელობას მისი მთავარი მეტოქის — პარტია „პატივისცემა და თავისუფლების“ ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ამ ოპოზიციური პარტიის პოპულარობის ზრდის უკან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი დგანან.
