„მე მომავალში“ - ანტინარკოტიკული კამპანია
„მე მომავალში“ - ანტინარკოტიკული კამპანია, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ინიციატივით გრძელდება. მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურებმა თბილისსა და ქუთაისში მეექვსედან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. განიხილეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, სოციალური წნეხის ამოცნობა და მასთან გამკლავების ეფექტიანი გზები.
