15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ პაციენტები მოინახულა და შეხვდა მათ მშობლებს. მინისტრი ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს.
