საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის მინისტრებმა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის მინისტრებმა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივა განიხილეს. ყურადღება დაეთმო თეატრის, კინოს, ფოლკლორისა და სამუზეუმო მიმართულებებს. ასევე, ისაუბრეს კულტურის დღეების გამართვაზე, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. იმსჯელეს ორმხრივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზეც. თინათინ რუხაძე ვიზიტის ფარგლოლებში ასევე დაესწრო, ქალაქ ტრენჩინის ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ღონისძიებასაც.
