14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი ადამიანის დააკავეს
14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი ადამიანის დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვნებს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა. ასევე გაუგზავნა ინტიმური ხასიათის ვიდეო საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური მოითხოვა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
