არგუმენტებითა და ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ისაუბრეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა
არგუმენტებითა და ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ისაუბრეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა, რატომ იყო აუცილებელი უმაღლესი განათლების რეფორმა. დებატებში მონაწილე ოპონენტებმა კი ხელისუფლებას არგუმენტებით არ უპასუხეს. მათ დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ დებატებში- დებატებისთვის მოსული არ იყვნენ. მთავრობის მეთაურმა კი განმარტა, რომ უნივერსიტეტებში კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განაწილდა. რადგან კვლევების მიხედვით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას, ვერ იყენებს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით კი ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით, კონცეფციაში ცალკე ყურადღება ეთმობა მეცნიერების განვითარებას. განათლების მინისტრმა კი ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, რომლის მიხედვით ქართული უნივერსიტეტების მდგომარება არც თუ ისე სახარბიელოა, რაც რეფორმის ერთ-ერთი წინაპირობა აღმოჩნდა. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
