ლევან დადეშქელიანი კარატე 1-ის სახელწოდების მქონე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა
ლევან დადეშქელიანი კარატე 1-ის სახელწოდების მქონე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 14 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბერძენ, მონტენეგროელ, კვიპროსელ, უზბეკ და ეგვიპტელ მეტოქეს აჯობა. ფინალში კი ყაზახ კარატისტთან დამარცხდა. საერთაშორისო ტურნირი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტარდებოდა.
