ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ის 23-ე ტურში დუბლი შეასრულა
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ის 23-ე ტურში დუბლი შეასრულა. „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „გინგამი“ 2-1 დაამარცხა. სტუმართა ქართველმა შემტევმა მე-10 წუთზე ანგარიში ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში კი მეორე გოლი თავით გაიტანა. მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე უკვე 10 გოლია და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
