გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. „ვილიარეალი“ სტუმრად „ხეტაფესთან“ 1-2 დამარცხდა. მიქაუტაძე კი შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო და ცვლილებაზე შესვლიდან 11 წუთში შეძლო თავის გამოჩენა. „ვილიარეალის“ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 8 გოლი და 4 საგოლე პასია. გიორგი მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს, საკუთარ სტადიონზე „ვალენსიასთან“ გამართავენ.
