ილუზიების მუზეუმში ვეფხისტყაოსნის ახალი ფორმით შეცნობას შეძლებთ
ილუზიების მუზეუმში ვეფხისტყაოსნის ახალი ფორმით შეცნობას შეძლებთ. დავით მაჭავარიანის გრაფიკულმა რომანმა „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ უფრო თანამედროვე სახე შეიძინა. რუსთაველის ეპიკური პოემა პირველად გამოიცა კომიქსის სახით რაც ქართულ მხატვრობასა და პოემის ისტორიაში ახალი სიტყვა იყო. პროექტის შემქნელების თქმით, მუზეუმში შემოსული მაყურებელი მიღებული გამოცდილებით გარდაიქმნება მგზავრად. ვეფხისტყაოსნის ახალ ფორმად გარდაქმნა კი მის მიმართ ინტერესს ზრდის ახალგაზრდებში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.
