ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. როგორც ვიქტორ ორბანი წერს, უკრაინის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაანახა უნგრელებს რეალობა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშრის წევრი ვერ გახდება. ზელენსკიმ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთი და ბალტიის პირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ და ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე არ ზრუნავს, უნგრეთის პრემიერია.
