სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი სლოვაკეთის კულტურის მინისტრს შეხვდა
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი სლოვაკეთის კულტურის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და განიხილეს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივა. ყურადღება დაეთმო თეატრის, კინოს, ფოლკლორისა და სამუზეუმო მიმართულებებს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ისაუბრეს ორმხრივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზეც. თინათინ რუხაძე ქალაქ ტრენჩინის ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადების ღონისძიებასაც დაესწრო.
