დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკვეს 4 ადამიანი
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკვეს 4 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 ათასი ამერიკული დოლარი გამოსძალეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
