გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა
გვარამია-ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს, რომ ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა დატოვეს საერთო ჩატები. როგორც საინფორმაციო სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, კოალიციის წევრები გაღიზიანებული არიან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძის საშუალებით ალაგებს სიტუაციას, თავად კი დავალებებსაც ვერ ასრულებენ. ასევე ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს. ინფორმაციას ნიკა გვარამია „ქრონიკასთან“ უარყოფს, ჯაფარიძე კი ჩვენს ზარს არ პასუხობს.
