განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც სისტემის გამოწვევებს პასუხობს
განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც სისტემის გამოწვევებს პასუხობს. უმაღლესი განათლების რეფორმის აუცილებლობაზე, პრემიერმა და განათლების მინისტრმა ღია ეთერში, ჩატარებული კვლევებითა და კონკრეტული არგუმენტებით ისაუბრეს, თუმცა ოპონენტებისგან საპასუხო არგუმენეტები ვერ მოისმინეს. მეორე მხარემ თავადვე თქვა, რომ დებატებისთვის არ მოსულან. მთავრობის მეთაურმა კი განმარტა, რომ უნივერსიტეტებში კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განაწილდა. რადგან კვლევების მიხედვით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას, ვერ იყენებს. კონკრეტულ მიმართულებებზე სამუშაო ადგილი ბევრად ნაკლებია, ვიდრე კურსდამთავრებული. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით კი ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება. გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით, მეცნიერების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც ცალკე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში. განათლების მინისტრმა კი საერთაშორისო რეიტინგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით ქართული უნივერსიტეტების მდგომარება არც თუ ისე სახარბიელოა, რაც რეფორმის ერთ-ერთი წინაპირობა აღმოჩნდა. გივი მიქანაძე ასევე შეეხო განათლების სამინისტროს გაზრდილ ბიუჯეტს.
