პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს
პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს დაესხა თავს. ერთ-ერთი სამართალდამცველი მან მსუბუქად დაჭრა, მეორემ კი ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ის 48 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. თავდასხმის მოტივი დგინდება
