ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგანაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს
ევროპა დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგანაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა არსებული საფრთხეების ფონზე ევროპის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, მისი განცხადებით რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის კონტინენტს, მის დემოკრატიასა და ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, გამოწვევებთან გასამკლავებლად კი სწრაფად მოქმედებაა საჭირო. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ევროპის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც ვანგ იმ აღნიშნა, ევროპა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყურებდეს. მიუნხენში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე, მოსკოვსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობასა და სამშვიდობო შეთანხმების დადების პერსპექტივაზე ისაუბრა. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ომის დასრულების შეთანხმებამდე უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღონ. მან იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ამ პოზიციას მიიღებს
