ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურამში დაათვალიერა ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამჯერად სურამში დაათვალიერა ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება. რევაზ სოხაძემ ასევე სოფელ არაშენდაში 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა მოინახულა,ხოლო ხაშურში აქტიურ ფაზაშია მყოფ წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტს გაეცნო, რომლის შედეგადაც 44 ათასამდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
