საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა 6 საგანმანათლებლო პროგრამას
საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა, 6 საგანმანათლებლო პროგრამას. სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე, საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას. როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროპული აკრედიტაცია სწორ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მიანიშნებს და უმნიშვნელოვანესი აღიარებაა ქართული განათლების სისტემისა და მისი მომავალი წარმატებული განვითარებისთვის
