აპრილიდან, თბილისსა და სეულს შორის პირდაპირ ავიარეისებს წამყვანი კორეული დაბალბიუჯეტური კომპანია შეასრულებს
აპრილიდან, თბილისსა და სეულს შორის პირდაპირ ავიარეისებს წამყვანი კორეული დაბალბიუჯეტური კომპანია შეასრულებს. ოქტომბრის ჩათვლით 8 რეისია დაგეგმილი. არარეგულარული რეისები ქვეყნებს შორის 2024-25 წლებშიც ხორციელდებოდა. საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება უშუალოდ კორეის რესპუბლიკას, საქართველოს თითქმის 20 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია ვიდრე 2024-ში
