ესტონეთის გადაწყვეტილებაში, ელჩი თბილისიდან სომხეთში გადაიყვანოს, საქართველოში კი რწმუნებული დატოვოს საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი
ესტონეთის გადაწყვეტილებაში, ელჩი თბილისიდან სომხეთში გადაიყვანოს, საქართველოში კი რწმუნებული დატოვოს, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატების ცვლილება ჩვეულებრივი პროცესია. მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია კი საუბრობს იმ უსამართლო დამოკიდებულებებსა და ორმაგ სტანდარტზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყანას საქართველოსთან მიმართებით აქვს. შეფასებებში ხაზს უსვამენ ესტონეთის ანტიქართულ დამოკიდებულებას
