საქართველო ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება
საქართველო ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია ისტერიულ კამპანიას ეწევა და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, მამუკა მდინარაძის ვიზიტის შინაარსის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უწყების ინფორმაციით სწორედ ამერიკულმა მხარემ მიიწვია, თუმცა ვიზიტის დეტალებზე ამ დრომდე, არც ამერიკის საელჩო და არც სუსი არ ლაპარაკობს. როგორც საელჩოს განცხადებიდანაა ცნობილი, შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გაიმართა
