საბერძნეთის დედაქალაქში ფერმერების აქცია გაიმართა
საბერძნეთის დედაქალაქში ფერმერების აქცია გაიმართა. ათენის ცენტრში ფერმერები ტრაქტორებით მივიდნენ. მათ საწარმოო ხარჯების გაზრდა და უცხოური მწარმოებლების მხრიდან მძაფრი კონკურენცია გააპროტესტეს. ფერმერები იმუქრებიან, რომ თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს
