დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა საკუთარი შოუს მე-10 ეპიზოდი გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ საემიგრაციო კრიზისს მიუძღვნა
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა საკუთარი შოუს მე-10 ეპიზოდი გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ საემიგრაციო კრიზისს მიუძღვნა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ლიზ ტრასმა ბრიტანეთის ქალაქებში მიგრანტების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე ისაუბრა და ხელისუფლება სრულ უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეში კრიმინალური ქსელი მოქმედებს, რომელსაც ლა-მანშის გავლით გაერთიანებულ სამეფოში არალეგალი მიგრანტები ყოველდღიურად გადაჰყავს, ბრიტანეთის ხელისუფლება კი ადამიანების კონტრაბანდის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს
