ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ეცნობა
ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ეცნობა. რევაზ სოხაძემ გორში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, პროექტირება უკვე დაწყებულია. მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ასევე ტირძნისში ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. რევაზ სოხაძე ასევე ადგილზე გაეცნო სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტსა და გორში 650 მოსწავლეზე გათვლილი მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობას
