ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონი გრძელდება
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონი გრძელდება. ღონისძიებების სერიის ფარგლებში ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ორკესტრმა სიმფონიური მუსიკის საღამო წარმოადგინა. მსმენელის წინაშე სოპრანო მარიკა მაჩიტიძე წარდგა. რიხარდ შტრაუსის ბოლო ოთხი სიმღერა საქართველოში პირველად შესრულდა. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა. საიუბილეო სეზონი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება
