მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა ერთეულთა შეჯიბრებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა
მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა ერთეულთა შეჯიბრებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა. ნიკას გამოსვლა მსაჯებმა 175.16 ქულით შეაფასეს. ქართველმა სპორტსმენმა ამ შედეგით მე-10 ადგილი დაიკავა, რაც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია მამაკაცთა ფიგურულ ციგურაობაში. თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული ყაზახეთის წარმომადგენელი მიხაილ შაიდოროვი გახდა. მან უშეცდომოდ იასპარეზა და ჯამში 291.58 ქულა დააგროვა, რითაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა
