მარტა კოსი: უკრაინის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის „მოკლე გზა“ არ არსებობს, მიუხედავად იმ ვარაუდებისა, რომ კიევის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლოა მომავალ წელსვე მოხდეს
უკრაინის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის „მოკლე გზა“ არ არსებობს, მიუხედავად იმ ვარაუდებისა, რომ კიევის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლოა მომავალ წელსვე მოხდეს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. „მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე ერთი ძირითადი პირობით - სრული წევრობა მხოლოდ სრული რეფორმების შემდეგ ხდება“ - აღნიშნა კოსმა
