უკრაინის პრეზიდენტი შიშობს, რომ თეთრი სახლი მოვლენებს არასწორი რაკურსით უყურებს
უკრაინის პრეზიდენტი შიშობს, რომ თეთრი სახლი მოვლენებს არასწორი რაკურსით უყურებს. გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონიდან სულ უფრო ხშირად მოდის სიგნალები იმის შესახებ, რომ დათმობებზე უკრაინა უნდა წავიდეს და არა რუსეთი, რაც არასწორი მიდგომაა. მისივე თქმით, უკრაინა და დასავლეთი უკვე მრავალ დათმობაზე წავიდნენ, თუმცა აგრესორი მხარე ამას სათანადოდ არ აფასებს. კითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ მიიღებს პირობას, რომ პუტინი ომს თუნდაც რამდენიმე თვით შეაჩერებს
